დღეს რეპორტიორის ოფისში 11:45 მოხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია “თბილისის მერის არჩევნები 2014”. კვლევა 19 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით განხორციელდა და მოიცავს თბილისის მერის არჩევნების გარდა დედაქალაქისთვის აქტუალური პრობლემების კლვევის კომპონენტებსაც. მაგალითად რა პრობლემები აწუხებს თბილისის მოსახლეობას, ვის ისურვებდნენ მერად წარდგენილი კანდიდატების გარდა, რა მიგაჩნიათ თბილისის ღირსშესანიშნაობად და რას ისურვებდნენ, რომ ახალ მერს პირველ რიგში გაეკეთებინა თბილისისათვის.
სულ 1000 რესპოდენტი გამოიკითხა და კვლევა ერთობლივად განახორციელა ახალგაზდრა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა დოქტრინა და ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანნმა.