თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით “ქართული ოცნება” ლიდერობს. ცესკოს მონაცემებით, თბილისში, “ქართულ ოცნებას” არჩევნებში მონაწილეთა 46.02% უჭერს მხარს , მეორე ადგილს “ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს 26.25 %-ით, 10.42%-ით მესამე ადგილზე “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია”.
დანარჩენი ხმები ასეა გადანაწილებული: დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 6.19%, საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 3.45%, “არასაპარლამენტო ოპოზიცია” 1.98%, “მწვანეთა პარტია” – 1.43%, “საქართველოს გზა” 1.1%/. დანარჩენებს ხმათა საერთო რაოდენობის ერთი პროცენტიც არ აქვთ აღებული.
ამ დროისთვის ცესკოს თბილისში 729 უბნიდან 506 უბანი აქვს დათვლილი.
16.06.14