3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „forbes.ru“ რუსეთში მოღვაწე მულტიმილიონერების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც  3 ქართული გვარიც ფიგურირებებს.

2012 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების 200-კაციან ახალ რეიტინგში მოხვდნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით იაკობაშვილი და ვიაჩესლავ მირილაშვილი.

51-ე პოზიციას იკავებს ნავთობგადამამუშავებელი ბიზნესის სოლიდური მოთამაშე, ალექსანდრე ჯაფარიძე. მის ქონებას  „forbes“-ი 1,8 მლრდ დოლარად აფასებს, რომელიც გასულ წელთან შედარებით რამდენიმე ასეული ათასით არის შემცირებული. შარშანდელ რეიტინგში ჯაფარიძე 44-ე ადგილზე იყო. 56 წლის ბიზნმენი ამ ეტაპზე კომპანია “ევრაზია – Drilling”-ს აკონტროლებს.

რეიტინგის მე-100 პოზიციაზეა სოციალური ქსელის “ვკონტაკტეს” თანამფლობელი 28 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილია. მის ქონებას  „forbes“-ი 950 მლნ დოლარად აფასებს და შემოსავლის წყაროდ ინტერნეტბიზნესი აქვს მითითებული.

აღნიშნულ რეიტინგში, 106-ე ადგილზე 55 წლის თბილისელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. მისი ქონება 950 მლნ დოლარად არის შეფასებული. იაკობაშვილი კომპანია “ვიმ-ბილ-დანის” დამფუძნებელია, რომელიც საკვები პროდუქტების მწარმოებელ 36 საწარმოს და რამდენიმე სამარკო ნიშანს აერთიანებს. იაკობაშვილი ლუდის მწარმოებელი კომპანია “ცეპკოსა” და “რუსაგროპროექტის” დირექტორთა საბჭოებშიც შედის.
24.04.13

Please follow and like us: