რუსული საინფორმაციო სააგენტო НТВ.ru-ს ინფორმაციით,  ამერიკულმა კომპიუტერულმა გიგანტმა კომპანია APPLE –მა 2013 წლის პირველი კვარტალი წაგებით დაასრულა,  მთელი კვარტლის შემოსავალი ათი წლის მანძილზე პირველად დავარდა.

კომპანიის იანვარ–მარტის კვარტლის მოგებამ 9,55 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით  18%–ით ნაკლებია.  APPLE  ამ წლის მესამე კვარტლის შემოსავალს 33,5–35,5 დოლარად აფასებს. თუ პროგნოზი გამართლდა, ეს კომპანიისთვის პირველი დაბალი შემოსავალი იქნება 2003 წლიდან, არნისნულია საინფორმაციო საიტზე.

ბოლო დროს კომპანია  APPLE,  სულ უფრო ხშირად აძლევს საბაბს ინვესტორებს ინერვიულონ. ბოლო მონაცემების მიხედვით, პარასკევს კომპანიამ 22 მილიარდი დოლარი კაპიტალიზაციაში დაკარგა. ასეთი მკვეთრი ფინანსური ვარდნები კომპანიას მხოლოდ 2011 წლის დეკემბერს ახსოვს.

НТВ.ru აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ამბებთან ერთად კომპანიის ლიდერების შეცვლაზეც საუბრობენ.

24.04.13

Please follow and like us: