საქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი აპრილისათვის 8.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 75.7 მლნ ლარით (ანუ 1.0%-ით) მეტია მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 7.8 მლნ ლარით (ანუ 0.2 %-ით) და ვადიანი დეპოზიტების ზრდას – 83.5  მლნ ლარით (ანუ 1.9%-ით).

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 64.14 პროცენტი შეადგინა – 0.41 პროცენტული პუნქტით მეტი  პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.4 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.4 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.0 პროცენტი შეადგენა.

25.04.13

Please follow and like us: