20140615195505maia2014 წლის 24-25 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.

უწყების ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე.

სამინისტროსვე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის ლატვიელ, ლიტველ, ესტონელ და ბრიტანელ კოლეგებთან.

24.06.14

Please follow and like us: