ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიტვა კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ და ეს არის გზა ევროპული დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ.
„ჩემო ძვირფსო ქართველო ხალხო, დღეს ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შესთანხმებას მოაწერა ხელი. მივესალმები და გილოცავთ ევროპულ არჩევანს. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის გზა უფრო მეტი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული კეთილდღეობისკენ. ლიტვა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თქვენს მტკიცე პარტნიორებად ვრჩებით. ჩვენ ყველას გვეძლევა შესაძლებლობა გაგიზიაროთ საუეთესო, რაც გაგვაჩნია: ღირებულებები და პარტნიორობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველი ხალხმა გამოხატა ნდობა ევროპული ცხოვრების წესის მიმართ. ამ დღეს ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“ – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მისალოც მიმართვაში.
27.06.14