cms-image-000024830127 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიც აღნიშნავენ.

ხელმოწერასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში გაიმართება. დიდი ბრიტანეთში, გერმანიაში, დანიაში, იტალიაში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, ესტონეთში, საბერძნეთში, ნორვეგიაში, რუმინეთსა და შვედეთში ადგილობრივი საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელშეწყობით უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად სადღესასწაულო მიღებითა და კონფერენციებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აღნიშნავენ.

ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში კი საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მიღება გაიმართება, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და ამ ქვეყნებში მცხორები საქართველოს დიასპორის წევრები.

27.06.14

Please follow and like us: