ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ამ დღის დიდ მნიშვნელობას, რომელიც უფრო მიაახლოებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა განმარტა, ვაშინგტონი დღის მეორე ნახევარში გააკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას.
“რამდენადაც ვიცით, ბრიუსელში ცერემონია მიმდინარეობს. ეს არის ისტორიული დღე საქართველოს წინსვლაში. ვაშინგტონიდან უნდა ველოდოთ დღის მეორე ნახევარში მაღალი დონის განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ამ დღის მნიშვნელობას, რომელიც უფრო მიაახლოებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ბათუმში სასტუმრო “შერატონში” მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
27.06.14