პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაატარებს საქართველო რეფორმებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის ელოდება იგი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის საბოლოოდ გაიღება.
“მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარები უკვე გაღებულია და დღევანდელი ხელმოწერა ამის ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს დამოკიდებულია რეფორმებზე. ჩვენ სრული ვალდებულება ვიკისრეთ რეფორმების განხორციელებაზე იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები. მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოზე, რამდენად სწრაფად განვახორციელებთ ყველა ამ რეფორმას იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული მოთხოვნები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე თუ რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ღარიბაშვილის თქმით, “ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე”.
“ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 5 წელი, 10 წელი. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ ამაზე პასუხი. ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რასაც მიაღწევს საქართველო. ჩვენი მხრიდან, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შევასრულოთ ყველა რეფორმა, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
27.06.14