საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება. იგი ქ. ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
პროკურატურის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციას ბულგარეთის, ალბანეთის, ხორვატიის, დანიის, ლიხტენშტეინის, მოლდოვას, მონაკოსა და თურქეთის გენერალური პროკურორები, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას იუსტიციის მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ესწრებიან. კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: “ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოებრივი გამოცდილება.“
აღნიშნული კონფერენცია „საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის“, „ევროპის საბჭოს“, და „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ ორგანიზებით ტარდება, რომელსაც ასევე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ესწრება.
01.07.14