აზარბაიჯანს რუსეთმა საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვაზე უარი განუცხადა

მოლაპარაკებები აზარბაიჯანის მიერ რუსეთისგან სუ-27, სუ-30 და მიგ-31 შესყიდვაზე უშედეგოდ დამთავრდა.

რუსეთმა საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვაზე უარი განაცხადა, იგი თანახმაა აზარბაიჯანს სასწავლო თვითმფრინავი იაკ-130 მიჰყიდოს, ამის შესახებ იუწყება აზარბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო ”APA” სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.

აზარბაიჯანული მხარე, ამ მოლაპარაკები ჩაშლაში რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

25.04.13

Please follow and like us: