საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიუილი მთლიანობა“, რომელიც თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამა (EaPTC Support Programme). აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის პროგრამის (Eastern PartnershipTerritorial Cooperation Programme (EaPTC) პრიორიტეტები, მიზნები, ინსტიტუციური საფუძვლები და მართვის მექანიზმები არის ის მთავარი თემები, რომელიც კონფერენციაზე განიხილება.
ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. მათი მუშაობის მიზანია, ერთობლივად ჩაუყარონ საფუძველი და განაცხადონ ტერიტორიული თანამშრომლობის საგრანტო პროგრამების დაწყების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, სასაზღვრო რეგიონებს მიეცემათ შესაძლებლობა, ევროკავშირის დაფინანსებით, ერთობლივი პროექტებიშეიმუშაონ.
EaPTC პროგრამის საერთო ბიუჯეტი ოთხ პროგრამაზე ნაწილდება: სომხეთი – საქართველო 1.35 მლნ. ევრო; აზერბაიჯანი – საქართველო 1,35 მლნ. ევრო; ბელორუსი – უკრაინა 3.3 მლნ. ევრო და მოლდოვა – უკრაინა 3.3 მლნ. ევრო. GIZ მოქმედებს, როგორც EaPTC პროგრამების მართვის ორგანო.
კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაიწყონ განაცხადებზე მუშაობა საგრანტო პროგრამებისთვის. სომხეთი-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ შემოთავაზების განხორციელებას იწყებს. პროგრამის პარტნიორებმა უკვე შეიმუშავეს ტერიტორიული თანამშრომლობის პრიორიტეტები და დაამტკიცეს ერთობლივი სამოქმედო პროგრამა.
04.07.14