რძისა და რძის პროდუქტების რეგულირების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და სხვა სიახლეები გააცნეს დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფერმერებს, რომლებიც კახეთის რეგიონში რძის შეგროვებითა და გადამუშავებით არიან დაკავებული.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სააგენტოს ხელმძღვანელობა და არასამთავრობო ორგანიზაცია – რეგიონის განვითარების ცენტრი დაესწრო.
მცირე და საშუალო ფერმერებმა მოისმინეს კანონმდებლობის ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ბიზნესოპერატორები ამ სფეროში საქმიანობისას.
მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არის გათვალისწინებული.
04.07.14