საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გერმანულ-ქართულ სამედიცინო სიმპოზიუმს დაესწრო. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სხვადასხვა სფეროში საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით სამედიცინო სფეროში გერმანულ მხარესთან თანამსრომლობა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გერმანიასთან ყველა სფეროში. ჩემთვის სასიხარულოა ეს ინიციატივა და ის, რომ საქართველო და გერმანია აქტიურად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ეს კონფერენცია კონკრეტულ შედეგს მოუტანს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჯანდაცხვის სისტემაში მიმდინარეობს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს ხსნის და დარწმუნებული ვრა, რომ იგი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს საქართველოს“-აღნიშნა მინისტრმა.
გერმანულ-ქართული სამედიცინო სიმპოზიუმი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა გერმანიის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ გერმანიის ად ასაქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები.
07.07.14