საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,ცივი ომის” დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ედუარდ შევარდნაძე დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
07.07.14