DF009BB6-446B-4F0F-A795-454D0B9F06C5_mw1024_s_nსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის   წარდგინებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე  რევაზ გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, რევაზ გაჩეჩილაძეს აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილება. მას მინისჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს ელჩი ისრაელსა და სომხეთში.რევაზ გაჩეჩილაძე დაიბადა 1943 წლის 4 მაისს, ქ.თბილისში.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისფაკულტეტი აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის სპეციალობით, ხოლო 1973-1974 წლებში სტაჟირება გაიარა ლონდონის უნივერსიტეტის კინგს კოლეჯში.

1968-1998 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვათანამდებობებზე ხოლო 1991 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი.

1987-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური კვლევისცენტრის დირექტორად, ხოლო 1990-1998 წლებში კი – დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისოორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორად.

1998-2004  წლებში იყო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიელჩი.

2005-2009 წლებში  იყო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიელჩი.

2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდავალებათა ელჩად.

1998 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2009 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

2003 წლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია.

1999 წლიდან არის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი.

მინიჭებული აქვს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 19 მონოგრაფია და სახელმძღვანელო.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

08.07.14

Please follow and like us: