3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

თბილისში დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს , საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია Soft Rating Consult-ის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.

ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ისინი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს გაეცნობიან.

უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საბანკო-საფინანსო, წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საკონსულტაციო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სფეროს წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პანელური სესიები SAP-ის პროგრამებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
ღონისძიების ფორმატი ქართული და უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს.

25.04.13

Please follow and like us: