სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი დაუშვებლად სცნო. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე სასამართლო განმარტებას დღის განმავლობაში პრესრელიზის სახით გაავრცელებს. გიგი უგულავას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნით მიმართეს, რომლის მიხედვითაც თბილისის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 4 ივლისს უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის ყოფილ მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. 08.07.14