საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვარშავის საფონდო ბირჟასთან თანამშრომლობას გეგმავს, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყების ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა.
”კაპიტალის ბაზრის გამდიდრების საკითხი, საქართველოსთვის ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენთვის ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, ვარშავის ბირჟა ევროპაში, ერთერთი ყველაზე დინამიურია და ჩვენ ვთვლით რომ, მოლაპარაკებები მასთან საქართველოსთვის წარმატებით განვითარდება”-ხაზი გაუსვა მინისტრმა.
მან აღნიშნა რომ, შეხვედრები და მოლაპარაკებები ვარშავაში დაგეგმილია მიმდინარე წლის ივნისში.
”ვარშავაში გაიმართება ე.წ. IPO-სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც, ამის სემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტული შედეგები, ჩვენი მიზანია ქვეყნის საფონდო ბირჟის მაქსიმალური ინტეგრაცია აღმოსავლეთის პლატფორმასთან”- განაცხადა მინისტრმა.
26.04.13