ერაყის ქალაქ შარგატში, კირკუკ-ჯეიხანის ნავთობსადენზე, რომლითაც ერაყიდან ნავთობი მიეწოდება თურქეთს მოხდა აფეთქება, ამის შესახებ იუწყება გაზეთი “Al-Quds Al-Arabi”.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ნავთობის მიწოდება დროებით შეჩერებულია.
წინასწარი მონაცემებით ნავთობსადენზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ერაყში მთელი კვირის განმავლობაში, სუნიტებსა და შიიტებს შორის შეიარაღებული შეჯახებები ხდება. უკვე მესამე დღეა სროლები ისმის ქალაქ ხავიჯში, რომელიც ბაღდადიდან 180 კმ-სი მდებარეობს, სწორედ აქ განახორციელეს სამთავრებო ჯარებმა შტურმი-სუნიტების ბანაკზე.
სუნიტები აპროტესტებენ შიიტების დომინირებას, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
26.04.13