პოლონეთის პარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას სექტემბერში მოახდენს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის სენატიის მარშალმა, ბოგდან ბორუსევიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
მისი თქმით, ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე.
რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, პოლონეთის მხრიდან, ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც თვითონ საქართველო მოახდენს პარლამენტში მის რატიფიცირებას.
“ეს მოხდება უმოკლეს ვადებში, ჩვენ დაველოდებით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის პარლამენტში ხელშეკრულების გადმომისამართებას და შემდეგ უმოკლეს ვადებში მოხდება რატიფიცირება. პოლონეთის პარლამენტის სესიები შეწყვეტილია აგვისტოში, შესაბამისად, რატიფიცირებას სექტემბერში მოვახდენთ”, – განაცხადა ბოგდან ბორუსევიჩმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას და ქვეყანაში ხორციელდება შიდა რეფორმები, რაც მათ ძალიან ახარებთ.
10.07.14