სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა 2014 წლის რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
ბოლო პერიოდში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, საფერავის ჩაბარების ფასის შემცირების თაობაზე, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
,,მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ 2014 წლის რთველთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. წელს რთველი ჩაივლის წარმატებულად როგორც მეწარმისთვის, ასევემევენახისთვის. წინასწარი მონაცემებით, წელს განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იქნება საფერავზე, რაც მაღალი ფასის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საექსპორტო პოტენციალი, დაგეგმილი გაყიდვები და პროგნოზირებული მოსავლიანობა იძლევა იმის საშუალებას, რომ სექტორში ზედმეტი მოტივაციის შექმნის გარეშე, სახელმწიფო გამოვიდეს წითელი ყურძნის სუბსიდირების სქემიდან, ისე, რომ არ გამოიწვიოს დარგში რაიმე ნეგატიური პროცესები და სექტორის დაზარალება “, – განაცხადა შალვა ფიფიამ.
როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, თეთრ ყურძენზე – რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, შენარჩუნდება სუბსიდია, რათა დარგის განვითარების დადებითი ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს და მომავალი წლებისთვის სახელმწიფო ნელ-ნელა გამოვიდეს სუბსიდირების სქემიდან.
10.07.14