აზარბაიჯანის და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრების ელმარ მამედიაროვისა და ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრა  ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც გაიმართება პოლონეთში, კრაკოვში 17-18 მაისს შედგება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმომადგენლების შეხვედრას ასევე დაესწრებიან, ევროკავშირის დიპლომატიის მეთაური კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე.

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა რომ, იგეგმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა.

”გამორიცხულო არ არის, უფრო მაღალი დონის შეხვედრაც შედგეს”-აღნიშნა ნალბანდიანმა.

ცნობისთვის, ყარაბახის კონფლიქტი დაიწყო 1988 წელს და დღეს სომხეთს აზარბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

26.04.13

Please follow and like us: