შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან, 12000 კგ სათესლე კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის ფიტოსანიტარმა ოფიცერმა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო პროცედურების განხორციელებისას, ეჭვის საფუძველზე ტვირთიდან აიღო ნიმუში, რომელიც სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა ექსპერტიზაზე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიმუშში  კარტოფილის საკარანტინო დაავადება (Ralstonia solanacearum) კარტოფილის მურა სიდამპლე (ვილტი) გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა.

26.04.13

Please follow and like us: