საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის ინიციატივით 21-28 ივლიის ფლორენციაში აფხაზი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა მოეწყობა.
ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების გარდა, იტალიის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეები მონაწილეობენ, პარტნიორობას უწევს მსოფლიოში აღიარებული რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი.
როგორც „თბილისი თაიმსს“ აკადემიიდან აცნობეს, გამოფენა მოეწყობა ღონისძიების „საქართველოს დღეების“ ფარგლებში, რომელიც კულტურულ – სამეცნიერო ხასიათს ატარებს, გაიმართება კონფერენიცია „საქართველოს გზა ევროპისაკენ – გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ეღძვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოს დღეების ფარგლებში ასევე მოხდება ქართული სამოსისა და სამზარეულოს გამოფენა. ღონისძიებას ქართული მხრდან დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელები და აფზახი ახალგაზრდები დაესწრებიან. ამავე ღონისძიების ფარგლებში აკადემიასა და დელბ ბიანკოს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
„ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ კულტურას პროპაგანდა გავუწიოთ რენესანსის სამშობლოში. საქართველოს დღეები მოიცავს ბევრ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც მისცემს შესაძლებლობას მნახველებს ჩამოუყალიბდეთ ჩვენს ქვეყანაზე შთაბეჭდილება, დაინტერესდნენ და გაუჩნდეთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, გარდა კულტურული და საგანმანათლებლოსი „საქართველოს დღეებს“ ერთგვარი სამშვიდობო დატვრითვაც აქვს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევხვდებით პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ წინ გამომსვლელ ახალგაზრდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შესაძლებლობა მიეცემათ დიდი ტრიბუნიდან გამოხატონ სურვილი იცხოვრონ თავიანთ სახლებსა და ერთ სამშობლოში ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად“– აღნიშნა თეონა ლავრელაშვილმა.
საქართველოს დიპლომატიისა და პოლტიკის აკადემია რამდენიმე თვის წინ ამერიკის კონგრესის მხარდაჭეუთ დაფუძნდა. აკადემიამ უკვე მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ევროპუ უნივერსიტეტებთან და სტრუქტურებთან, მათ შორის ბრიუსელის პროტოკოლისა და დიპლომატიის სკოლასთან, შტაიბაის უნივერსიტეტთან. აკადემია ასევე თანამშრომლობს ევროპის პარლამენტთან და გაეროთან, უკვე 2014 წლის 4 აგვისტოს აკადემიის ეგიდით გაეროს ასამბლეას 30 ადამიანი (მათ შორის ახალგაზრდებიც) ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან.
16.07.14