2013071119031801ხვალ, საქართველოს ოფიციალური  ვიზიტით ეწვევა  ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრისტიან ვიგენინი.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს,  ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს საქრთველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება, როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემებს.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.

საქართველოში ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში კრისტიან ვიგენინი დაესწრება საქართველოს პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის სხდომას. იგეგმება სხდომაზე მისი სიტყვით გამოსვლაც.

17.07.14

Please follow and like us: