საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დონეცკში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“შემზარა და უაღრესად დამამწუხრა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფამ. ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უნდა გაირკვეს, რა მოხდა. ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობა ვუსურვოთ ამ მძიმე წუთებში”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი “ბოინგ 777” ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
18.07.14