142532000საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში გაემგზავრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფანჯიკიძე 22 ივლისს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მაია ფანჯიკიძე საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მისი იმპლემენტაციის საკითხებზე და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე, 2015 წლის მაისში დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის გათვალისწინებით.

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი, საქართველომ პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.

21.07.14

Please follow and like us: