რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივლისს კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე ”დონეცკში მომხდარი საშინელი ტრაგედიის” შესახებ განცხადება გამოქვეყნა.
ტრაგედიის შესახებ, რომელშიც დასავლეთი მოსკოვს ღიად ადანაშაულებს, პუტინი წერს – ”მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო იმის შესახებ, თუ როგორ ვუყურებთ იმ მოვლენებს, რაც უკრაინაში ხდება.
ჩვენ დაპირისპირებულ მხარეებს არაერთხელ მოვუწოდეთ სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ 28 ივნისს აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები რომ არ განახლებულიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. პოლიტიკური მიზნებისათვის მომხდარი ტრაგედიის გამოყენების უფლება არავის აქვს. მსგავსმა ტრაგედიებმა გახლეჩის ნაცვლად, ხალხი უნდა გააერთიანოს. ყველამ, ვინც რეგიონში არსებულ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, პასუხი უნდა აგოს საკუთარი ერის წინაშე და იმ ქვეყნების წინაშე, რომელთა მოქალქეებიც ემსხვერპლნენ ამ კატასტროფას,”-წერს პუტინი.
რამდენიმე დღის წინ, დონეცკის ოლქში მალაიზიის ლაინერის ჩამოდგებას ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ემსხვერპლა.
21.07.14