ირანიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად, 5 სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა 65 811,69 აშშ დოლარის ღირებულების 116070,00 კგ. ნავთობის ბიტუმი. წითელ დერეფანში მოხვედრის შედეგად, საქონელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემოტანილი ბიტუმი არ შეესაბამება იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილ ხარისხის სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიტუმი დაექვემდებარა იმპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას.
23.07.14