კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ გიორგაძის განმარტებით, კულტურული ძეგლების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყნისთვის ინვესტიციებიც აუცილებელია. აღნიშნული
კომენტარი მიხეილ გიორგაძემ საყდრისთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას მეტი ინფორმაცია სჭირდება.
“როგორც მოქალაქემ და არა როგორც მინისტრობის კანდიდატმა შემიძლია გამოვხატო ჩემი პოზიცია. ძალიან კარგად მესმის თუ რამდენად მნიშნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინვესტიციები. გარდა ამისა, ძალიან მტკივნეულია სოციალური საკითხი. დაახლოებით სამი ათასამდე მომუშავე პერსონალია, ამ ციფრების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, ათობით ოჯახები. ვხვდები, რამდენად მძიმე და წონიანი საკითხები დევს სასწორზე”, – განაცხადა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს, სხვადასხვა კომიტეტზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
25.07.14