შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს , – ამის შესახებ პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპეიზაციის პროცესი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამ პროცესში სამთავრობო გუნდის გადახალისება სრულიად ბუნებრივია.
“ახლა, როცა მთელ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ქვეყნის ევროპეიზაცია გახდეს შეუქცევადი პროცესი, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოვდუნდეთ და აქტიურად და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან შრომატევადი პროცესია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პროცესში ჩვენ მოვახდინოთ სამთავრობო გუნდის გადახალისება. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ განახლებული გუნდი. მათ უდიდეს უმრავლესობას ყველა იცნობთ. ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ახალი რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს, და წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უმცირესობასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
25.07.14