ავიაკომპანია “Airzena-Georgian Airways” დღეიდან  ხსნის პირდაპირ, რეგულარულ რეისს ახალი მიმართულბით ”ოდესა-ბათუმი”.

აღნიშნული ფრენები კომპანიის ინფორმაციით შესრულდება კვირაში ერთხელ-შაბათობით.

8 მაისიდან ავიაკომპანია გეგმავს, ამ მარშრუტზე რეისების რაოდენობის გაზრდას, მათი ინფორმაციით, დამატებით ფრენები შესრულდება  ასევე ოთხშაბათობით.

რეგულარული, პირდაპირი რეისები ”ოდესა-ბათუმი-ოდესა”  შესრულდება  მთელი ზაფხულის  განმავლობაში, კომპანიაში აცხადებენ , რომ აღნიშნულ ფერნებზე  დიდი მოთხოვნაა უკრაინის სამხრეთ რეგიონების ტურისტებისგან, კერძოდ კი ოდესის, ნიკოლაევსკის, ხერსონის მხარის და კრიმის მოსახლეობიდან.

29.04.13

Please follow and like us: