სოციალური ქსელი Facebook-ი მესამე ადგილს იკავებს ირანში, განქორწინების მიზეზებს შორის. ამის შესახებ განაცხადა, ჩრდილოეთ ხოროსნის კიბერდანაშაულებთან ბრძოლის სამართველოს უფროსმა, გენერალმა ალი იალიმ, პაიმარ ნურის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

ბოლო წლებში ირანში განქორწინებების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა ხოლო ქორწინების რაოდენობა 2%-თ, განაცხადა ირანის სახელმწიფო, სტატისტიკური ორგანიზაციის თავჯდომარემ ახმედ ტუსირკანიმ.

განქორწინებები ძირითადად ხდება 30 წლამდე, სადაც ქალების ასაკი 20-24 წელია ხოლო კაცების 25-29 წელი, ანუ ინტერნეტის ყველაზე აქტიური მომხმარებლის ასაკში, განმარტავს ტუსირკანი.

29.04.13

Please follow and like us: