11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

iliauni

2014 წლის 1 აგვისტოს ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ უმაღლეს ინსტანციაში გასაჩივრებული საქმე სასამართლომ ისევ არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის და სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებები, რომელშიც ილიაუნის ადმინისტრაციის მხრიდან, 2012 წლის ზაფხულში გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების საქმეში, უნივერსიტეტის მხრიდან დარღვევები და ბრალეულობა იკვეთებოდა.

შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ პროფესორ მაია გონაშვილის ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად გამოაცხადა. მაია გონაშვილი ილიაუნის ბიზნესის სკოლაში დეკანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლის აგვისტომდე. იმავდროულად, იგი იყო ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2012 წლის აგვისტოს თვეში, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კანცლერი სერგო რატიანი (ამჟამად „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციონერი პარლამენტარი) იყო, მაია გონაშვილი და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი აკაკი ცომაია უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაანთავისუფლა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან (პროფესორობიდან). რის გამოც, ილიაუნის ბიზნეს სკოლის 20-ზე მეტმა ლექტორმა პროტესტის ნიშნად ილიაუნი დატოვა. მაია გონაშვილმა სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოს მიმართა. 2013 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომაზე გონაშვილის სარჩელი მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. სამოქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება ილიას უნივერსიტეტმა გაასაჩივრა. 2013 წლის 5 დეკემბერს, შედგა სააპელაციო სასამართლო, სადაც მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 17 ივლისის საქალაქო სასამართლოს აგდაწყვეტილება. ილიას უნივერსიტეტს დაეკისრა მაია გონაშვილის აღდგენა ყველა თანამდებობაზე, რომელიც მას უკანონო განთავისუფლებამდე ეკავა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაეკისრა სასამართლოს მიერ გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისი თაიმსი ილიას უნივერსიტეტის ირგვლივ გავითარებულ მოვლენებზე სისტემატიურად გთავაზობდათ ინფორმაციას და არსებულ სიახლეებს. ამჟამად მაია გონაშვილი, რომელიც საქმის მთავარი მონაწილეა, ჩვენი ინფორმაციით საქართველოში არ იმყოფება. თბილისი თაიმსი შეეცდება დამატებიტ მოგაწოდოთ ინფორმაციები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

Please follow and like us: