File -rf-ru-ს ინფორმაციით,  საფრანგეთის ქალაქების 20 000-ზე მეტი მერი გამოვიდა იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც ლეგალიზირებას უკეთებს ”სოდომურ ქორწინებებს”. ქალაქ სოტევილ-სუ-ლე-ვალის მერმა და ორგანიზაციის ”მერები ბავშვებისთვის” თავჯდომარემ ფრანკ მეიერმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა იმის შესახებ, თუ როგორ მოატყუა ოლლანდის ხელისუფლებამ ქალაქების მერები და როგორ აპირებენ ისინი პასუხის გაცემას.

შეგახსენებთ რომ, 23 აპრილს საფრანგეთი 14-ე ქალაქი გახდა, რომელმაც ლეგალიზაცია გაუკეთა ერთსქესიანთა ქორწინებას. პრეზიდენტი სოციალისტისთვის ფრანსუა ოლლანდისთვის ”ქორწინება ყველასთვის” ერთერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

არჩევნების ერთი წლის თავზე, რეკორდულად დაბალი რეიტინგის (25%) მქონე საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაინც მიაღწია პარლამენტის თანხმობას სკანდალურ კანონპროექტზე.

კანონმა ”ქორწინება ყველასთვის” გამოიწვია ფრანგული საზოგადოების გაყოფა, ქუჩებში გამოვიდა ასობით ათასი ფრანგი, რომლებიც წინააღმდეგი არიან ამგვარი ქორწინების და განსაკუთრებით ამ ”მეუღლეების” მიერ ბავშვების აყვანისა.

ამჟამად ფრანგული ქალაქების თითქმის ყველა მერი, უარს ამბობს ამგვარი ქორწინების რეგისტრაციაზე, ასეთი დემარშით 25 აპრილს გამოვიდა ქალაქ აბჟასტიურის მერი ჟან კლოდ მასიუ, მან მოუწოდა ქორწინების მსურველებს: ქორწინებისთვის სხვა ადგილი მოენახათ.

არც მას და არც მის მოადგილეს არ აშინებთ დისკრიმინაციაში დადანაშაულება, რომელიც შეიძლება შემოუბრუნდეთ 3 წლის თავისუფლების აღკვეთად და ჯარიმად 45 000 ევროს ოდენობით.

”ცვენთვის კანონი ”ქორწინება ყველასთვის” საფრანგეთის ბავშვების ღალატია” აცხადებს ორგანიზაციის ”მერები ბავშვებისთვის” თავჯდომარე ფრანკ მეიერი.

მეიერმა ასევე აღნიშნა რომ, ეს კანონი ცდილობს გააუქმოს საფრანგეთისთვის ფუნდამენტალური ”სინდისის უფლება”, რომელისც გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით. ამ სამართლის მიხედვით, მერს უფლება აქვს არ მოაწეროს ხელი აქტს, რომელიც მის სინდისს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით ”ჯერ კარგად უნდა გავეგო რა უნდოდათ სექსუალურ უმცირესობებს, რადგან ბევრი მათგანი სულაც არ ითხოვდა ქორწინებას და ბავშვის აყვანას, ისინი უკიდურესად სკეპტიკურად უყურებდნენ ხელისუფლების მიერ მათი პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობებს და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევას”.

ამით ის ფაქტიურად ადასტურებს რომ, ამგვარი კანონების ინიციატივა ქვევიდან კი არ მოდის, არამედ ნაკარნეხევია ზევიდან, რომელიღაც საერთო საკანონმდებლო ”ევრო-კულუარებიდან”.

29.04.13

Please follow and like us: