დიდი ლილოს მოსახლეობას წყლის პრობლემა უახლოეს მომავალში მოეხსენბა. საკრებულოს მუნიციპალიტეტის ლილოს მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე დღეს სამგორის გამგებელთან ერთად ამომრჩევლებს შევხდა და მიმდინარე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. გულიკო ზუმბაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა, რომლითაც კომპანია “GWP“- მ წყლის ახალი ქსელების მონტაჟი უნდა უზრუნველყოს, თუმცა როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობა წყლის 24 საათიან მიწოდებასსექტემბრიდან მიიღებს, მანამდე კი გამგეობის დახმარებით მოხდება ძველი მილების აღდგენა. დღესვე დეპუტატმა ლილოს ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელზე ისაუბრა. გულიკო ზუმბაძემ მოსახლეობას მისი კონსერვაციის პირობა მისცა და ნაგავსაყრელის ალტერნატიული ადგილის მოძიებას დაჰპირდა. როგორც ისნის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა აღნიშნა, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაგავსაყრელისა და წყლის პრობლემის მოგვარების გარდა, გულიკო ზუმბაძეს გზის საფარის დაგება, ასევე ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების დამატება სთხოვეს. საკრებულოს მუნიციპალიტეტის ლილოს მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩევლებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შუამდგომლობას და შიდა გზების შეძლებისდაგვარად მოწესრიგებას დაჰპირდა. 19.08.14