10449899_318540234980923_2915095369306391645_nსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიანა იანსე მიიღო და მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. გიორგი მარგველაშვილმა დიანა იანსეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 20.08.14

Please follow and like us: