გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს გეგმას უკრაინის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც “უნიანი” იუწყება, ამის შესახებ მერკელმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
გამოცემის ცნობით, მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინაში რეფორმებს.
“პეტრე პოროშენკომ, პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე განაცხადა, რომ გამოდის უკრაინის დეცენტრალიზაციის მოწოდებით. გერმანიაში რასაც ფედერალიზაციას ვუწოდებთ, უკრაინაში ამას დეცენტრალიზაციას უწოდებენ. ეს ის არის, რაც სურს უკრაინის პრეზიდენტს. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისთვის, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა დარჩეს უკრაინასთან და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა მერკელმა.
25.08.14