NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტებს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონთ. ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა , საქართველოს პატრიარქის მოწონების მაჩვენებელი 91%-ით განისაზღვრა.
რეიტინგში შემდეგი სამი ადგილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირავთ. ირაკლი ალასანია 60%-ით, ირაკლი ღარიბაშვილი – 54%-ით და დავით უსუფაშვილი – 51%-ით. მოწონების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი ასევე 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით – ბიძინა ივანიშვილი, ასევე 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით – თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.
როგორც “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში პატრიარქის მოწონების მაჩვენებელი 96%-ს შეადგენდა, ირაკლი ალასანიასი 67%-ს, ირაკლი ღარიბაშვილის – 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის – 51%-ს.
ის, ვისი მოწონების მაჩვენებელის გაზრდილია აპრილთან შედარებით, არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც წინა კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა და დავით ნარმანია, რომელიც აპრილში 41%-ს მოსწონდა.
27.08.14