1425320002014 წლის 27-28 აგვისტოს შედგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთში. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა-ამბასადორიალში.

რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიტუს კორლეცეანესს, რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიცეანუსს და რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ვალერიუ ზგონეასს.

27.08.14

Please follow and like us: