საინფორმაციო სააგენტოს  BBC.com – ის ინფორმაციით, ავღანეთში სატვირთო თვითფრინავის Boeing-747 ჩამოვარნის შედეგად  შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

სააგენტოს ინფორმაციით,  თვითფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ დაჯგუფებამ აიღო, თუმცა NATO უარყოფს  ექსტრემისტული დაჯგუფების მომხდართან კავშირს.

ნატო–ს პრესსპიკერის განცხადებით, ეკიპაჟის შვიდი დაღუპული წევრიდან, ოთხი კოალიციის ჯარების წარმომადგენელი იყო.

30.04.13

Please follow and like us: