მიხეილ გორბაჩოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სწორ პოლიტიკას ატარებს უკრაინასთან მიმართებაში.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “იტარ–ტასი” ავრცელებს.
“თუ ჩვენი ქვეყანა ჩაერევა,მაშინ შეიძლება ისეთი ცეცხლი გაჩნდეს, რომელსაც მსოფლიო ვერ ჩააქრობს. ის მართალია, რომ პოლიტიკოსებს აქვთ თავიანთი პოზიცია”,– განაცხადა გორბაჩოვმა.
“ჩვენი წინადადება იყო – გაეხსნათ გასასვლელები, რათა ხალხი გამოსულიყო. მაგრამ არა, ვიღაცეები სხედან თბილ სამსახურებში და მომხდარს განიხილავენ. ამ დროს კი რა ხდება ადამიანებთან, ქალებთან და ბავშვებთან. ესვრიან სამშობიარო სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოები განადგურდა. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 2000 ადამიანია დაღუპული, უამრავი კი დაიჭრა”,–აღნიშნა გორბაჩოვმა.
01.09.14