აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მომხმარებელს „სმარტის“ წარმოების სააღდგომო პასკებს სთავაზობს.

ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო, შოკოლადისა და მინანქრით მორთულ პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება  6.5 ლარიდან იწყება. „სმარტში“ იტალიური წარმოების პასკებიც იყიდება, აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა „სმარტი“ 2 მაისიდან 7 მაისამდე მომხმარებელს კვერცხზე და სააღდგომოდ ყველაზე მოთხოვნად სხვა პროდუქტებზე 10% ფასდაკლებას და ექსკლუზიურ ფასებს სთავაზობს. 10 კვერცხის შეკვრა „სმარტში“ მხოლოდ 2.5 ლარი ეღირება, განმარტავენ სმარტში.

ცნობისთვის, დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე  ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

30.04.13

Please follow and like us: