2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), საქართველოში ევროგაერთიანების  წარმომადგენლობის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI), საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (GDRI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და საქართველოში პოლონეთის საელჩოს ორგანიზატორობითა და პარტნიორობით.


„რეგიონალური მრგვალი მაგიდა – კონფერენცია“ თემაზე – „კონკურენციის კანონმდებლობა და პოლიტიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები, ექსპერტები აკადემიური წრეებიდან და სხვა დაინტერესებული პირები საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან და პოლონეთიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ექსპერტების ჩართულობითა და მხარდაჭერით, შეიმუშავა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს.

“ჩვენი მიზანია, არსებული კანონის სრულყოფა და გადამუშავება იმ კუთხით, რომ კანონმდებლობა იყოს უფრო სამართლიანი და აღსრულებადი. იგი თანაბრად უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებსა და კონკურენციას“ – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

“მრგვალი მაგიდის“  მსვლელობისას განხილული იყო კონკურენციის კანონმდებლობა და პოლიტიკის თაობაზე საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება. მათ შორის, კარტერული შეთანხმებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციის კონტროლი, თანამშრომლობის პროგრამა (leniency program) და კონკურენციის სააგენტოების ეფექტიანობა.

30.04.13

Please follow and like us: