2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

10584502_278997755639748_978039684_nსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინელ კოლეგას პავლო კლიმკინს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში არსებულ ვითარება მიმოიხილეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში  უკრაინაში ვითარების   ესკალაციის გამო.  მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტს და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში კრიზისის აღმოფხვრისკენ არის მიმართული, ამასთან საგარეო  საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ  გამოხატა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობის  მიმართ.

სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და დასასვენებელი-სარეაბილიტაციო კურსის გავლას ითვალისწინებს.

როგორც მაია ფანჯიკიძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივის  და ზოგადად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გამო.

სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ მხარეებს შორის  ვიზიტების შემდგომ გაცვლაზე და აღნიშნეს, რომ ორმხრივი შეხვედრებისთვის ასევე გამოყენებული იქნება ყველა მნიშვნელოვან ფორუმი.  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ასეთი შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, უელსის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

02.09.14

Please follow and like us: