„როიტერის” თანახმად, სამშაბათს, „ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებულმა მებრძოლებმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეს, სადაც ამერიკელი ჟურნალისტის სტივენ სოტლოფის თავის მოკვეთაა ასახული. ვიდეოში ისევ ის პირი საუბრობს ბრიტანული აქცენტით, რომელიც 19 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როდესაც ამერიკელი ჟურნალისტს ჯეიმს ფოლის მოკვეთეს თავი. თეთრი სახლის განცხადებით, ჯერ დაზუსტებით არ შეუძლიათ იმის თქმა, მართლაც სტივენ სოტლოფს მოკვეთეს თუ არა თავი. 31 წლის სოტლოფი სირიაში, 2013 წლის აგვისტოში გაიტაცეს. ”მე დავბრუნდი ობამა, მე დავრუნდი შენი ამპარტავნული საგარეო პოლიტიკის გამო ისლამურ სახელმწიფოსთან მიმართებაში. დავბრუნდი, რადგან ჩვენი სერიოზული გაფრთხილებების მიუხედავად, მოსულის და სხვა ქალაქების დაბომბვას მაინც განაგრძობ. სანამ შენი რაკეტები ჩვენს ხალხზე განაგრძობს იერიშებს, ჩვენი დანები თქვენი ხალხის წინააღმდეგ იქნება მიმართული.”-ვიდეოში ნიღბიანი მამაკაცი ობამას მიმართავს. სამშაბათს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად, ძლიერი რეგიონული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად” ობამა ახლო აღმოსავლეთში სამ მაღალჩინოსანს გააგზავნის-სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს და კონტრტერორიზმის მრჩეველს ლიზა მონაკოს. 03.09.14