რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმედ პუტინმა დაასახელა შვიდი პირობა, რომელიც, მისი აზრით, საჭიროა, რათა დონბასში დამყარდეს მშვიდობა.
1. დონეცკელი და ლუგანსკელი შეიარაღებული ფორმირებების მიერ შეტევითი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა.
2. უკრაინის სამხედრო ძალების იმ მანძილზე გაყვანა, საიდანაც ვერ მოხდება უკრაინული არტილერიის მიერ ქალაქების დაბომბვა.
3. დამყარდეს სრულყოფილი და ობიექტური საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტასა და სიტუაციას რეგიონში.
4. გამოირიცხოს სამხედრო ავიაციის გამოყენება დასახლებულ პუნქტებში.
5. ტყვეების გაცვლა პრინციპით – „ყველა ყველაზე“, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
6. გაიხსნას ჰუმანიტრული კორიდორები დევნილებისა და ჰუმანიტარული ტვირთებისთვის.
7. შესაძლებელი გახდეს სარემონტო ბრიგადების გაგზავნა დანგრეული ინფრასტურქტურის აღსადგენად რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ როგორც რუსეთის ასევე უკრაინის პრეზიდენტები პრესსამსახურებმა უარყვეს მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეტანხმდნენ. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, დონბასში მშვიდობის დამაყრებასთან დაკავშირებით ორ პრეზიდენტს ერთმანეთთან ძალიან მსგავსი მოსაზრებები აქვთ.
04.09.14