საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური განაგრძობს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას.

ფინანსთა მინისტრმა გასვლითი შეხვედრა გამართა მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში. ნოდარ ხადურმა დაათვალიერა  „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები:  „მარნეული აგრო“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“,  თელეთის „ფერმა მარგებელი.“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილზე გავეცნოთ რა პრობლემები აქვთ ბიზნესმენებს, რაში შეუძლია მთავრობას მათი დახმარება. დღეს ნაყოფიერი დღე იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ უზარმაზარ პოტენციალზე, რომელიც აქვს სოფლის მეურნეობას.”- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გათვალისწინებული  სიახლეები.

საუბარი შეეხო ასევე არაალკოჰოლური სასმელების მარკირების თემას, ვინაიდან „მარგებელი ჰოლდინგში“ შედის ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი.“

 

30,04.13

Please follow and like us: